17.02.2026 22:47
სამშვიდობო მოლაპარაკებებში მონაწილე უკრაინის დელეგაციაში უთანხმოებაა იმასთან დაკავშირებით, რამდენად სწრაფად უნდა დაიდოს რუსეთთან შეთანხმება. ამის შესახებ გამოცემა „ეკონომისტი" წერს.
როგორც გამოცემა წერს, უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი კირილ ბუდანოვი რუსეთთან სამშვიდობო შეთანხმების, რაც შეიძლება სწრაფად დადებას ითხოვს, თუმცა უკრაინის დელეგაციის ნაწილი ამას ეწინააღმდეგება.
კერძოდ, ერთი მხარე, კირილ ბუდანოვის ხელმძღვანელობით, მიიჩნევს, რომ „უკრაინის ინტერესებს ყველაზე კარგად პასუხობს აშშ-ის ხელმძღვანელობით შეთანხმების სწრაფად დადება".
„ეკონომისტის" ცნობით, დელეგაციის მეორე ნაწილი, სავარაუდოდ, „ჯერ კიდევ არის უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ყოფილი ხელმძღვანელის, ანდრეი ერმაკის გავლენის ქვეშ, რომელმაც თანამდებობა კორუფციული სკანდალის გამო დატოვა". როგორც გამოცემა იუწყება, დელეგაციის ეს ნაწილი „ნაკლებად არის განწყობილი შეთანხმების სწრაფად მიღწევის მიმართ".
როგორც „ეკონომისტი" წერს, როგორც ჩანს, უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ამ ორ მხარეს შორის ბალანსს ცდილობს, თუმცა საკუთარი იდეებიც აქვს.
ამასთან, უკრაინის პრეზიდენტის პრესსპიკერმა, დიმიტრი ლიტვინმა „ეკონომისტის" ჟურნალისტთან საუბრისას განაცხადა, რომ ანდრეი ერმაკს „წასვლის შემდეგ არავისზე გავლენა არ მოუხდენია". მისივე თქმით, „არ არსებობს ისეთი რამ", როგორიცაა „სწრაფი ან ნელი" შეთანხმება.
„ტერიტორიის დათმობა ყოველგვარი გარანტიების გარეშე, სწრაფი იქნებოდა. ღირებული რამის უზრუნველყოფას კი, დრო სჭირდება", - აღნიშნა ლიტვინმა.
ავტორ(ებ)ი :