ბაიკალის ტბაში ტურისტების ავტობუსი ჩავარდა, დაღუპულია რვა პირი 20.02.2026 16:58

რუსეთში, ბაიკალის ტბაში ჩინელი ტურისტების ავტობუსი ჩავარდა.

 

როგორც მედია წერს, შემთხვევის შედეგად ავტობუსის მძღოლი და ტრანსპორტში მყოფი შვიდივე ტურისტი დაიღუპნენ.

 

გავრცელებული ინფორმაციით, უბედური შემთხვევის მომენტში ავტობუსი გაყინულ ტბაზე გადაადგილდებოდა, რა დროსაც ყინული ჩატყდა და სატრანსპორტო საშუალება ტბაში ჩაიძირა.

 

ირკუტსკის ოლქის პროკურატურის განცხადებით, მომხდართან დაკავშირებით სისხლის სამართლის საქმე აღიძრა და დაწყებულია გამოძიება.

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ