20.02.2026 17:36
უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ კიევი მზად არის ისეთ კომპრომისზე წავიდეს, რომელიც ქვეყნის სუვერენიტეტს არ შელახავს.
უკრაინის პრეზიდენტი ამბობს, რომ სამშვიდობო პროცესის ფარგლებში კიევი მზად არის კომპრომისი შეერთებულ შტატებთან განიხილოს, მაგრამ არ სურს ტერიტორიის დათმობაზე რუსული ულტიმატუმის მოსმენა.
პრეზიდენტმა განმარტა რომ უკრაინა აგრესორთან მხოლოდ იმ კომპრომისზე წავა, რომ ცეცხლი ფრონტზე დღეს არსებული ვითარების გათვალისწინებით შეწყდეს და უკრაინელი სამხედროები უკან არ დაიხევენ და დარჩებიან იქ, სადაც ახლა დგანან.
ავტორ(ებ)ი :