20.02.2026 19:41
აშშ-ის უზენაესმა სასამართლომ ქვეყნის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მიერ დაწესებული საგანგებო ტარიფები უკანონოდ ცნო.
უზენაესმა სასამართლომ დაადგინა, რომ დონალდ ტრამპმა დაარღვია ფედერალური კანონი, როდესაც ცალმხრივად დააწესა ფართომასშტაბიანი ტარიფები მთელ მსოფლიოში.
საკითხთან დაკავშირებით მოსაზრება დაწერა უზენაესი სასამართლოს ხელმძღვანელმა, ჯონ რობერტსმა. მედიის ცნობით, სასამართლოს სამი წევრი წინააღმდეგი იყო, ექვსი კი დაეთანხმა მოსაზრებას, რომ ტარიფები კანონზე მაღლა იდგა.
დონალდ ტრამპმა მანამდე განაცხადა, რომ ტარიფების წინააღმდეგ გადაწყვეტილების მიღება ქვეყნისთვის ეკონომიკური დარტყმა იქნებოდა. ამერიკული მედიის შეფასებით, „ეს არის თეთრი სახლისთვის შთამბეჭდავი მარცხი იმ საკითხში, რომელიც პრეზიდენტის საგარეო პოლიტიკისა და ეკონომიკური დღის წესრიგის ცენტრალურ ნაწილს წარმოადგენდა".
შეგახსენებთ, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა სხვადასხვა ქვეყნისთვის 10%-იდან 49%-მდე ტარიფების დაწესების შესახებ 2025 წლის 3 აპრილს განაცხადა.
ავტორ(ებ)ი :