თეირანი მზად არის აშშ-ს ბირთვული შეთანხმების გეგმა უახლოეს დღეებში წარუდგინოს - FRANCE 24 20.02.2026 20:39

 

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის, აბას არაღჩის განცხადებით, თეირანი მზად არის, უახლოეს დღეებში აშშ-ს ბირთვული შეთანხმების საკუთარი გეგმა წარუდგინოს. ინფორმაციას FRANCE 24 ავრცელებს. როგორც გამოცემა წერს, ირანმა ამ მზადყოფნის შესახებ მას შემდეგ განაცხადა, რაც რაც პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა, რეგიონში აშშ-ის სამხედრო ძალების მასიური ზრდის ფონზე, ირანს ბირთვული შეთანხმების მისაღწევად "სავარაუდოდ 10 დღე" მისცა .

"ჩემი შემდეგი ნაბიჯი ამერიკელი კოლეგებისთვის შესაძლო შეთანხმების პროექტის წარდგენაა. მჯერა, რომ ის ორ-სამ დღეში მზად იქნება, ხოლო ხელმძღვანელობისგან საბოლოო დასტურის მიღების შემდეგ, დოკუმენტს სტივ უიტკოფს გადავცემთ", - ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებას ამერიკულ მედიაზე დაყრდნობით FRANCE 24 ციტირებს.

 

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ