„ტარიფებთან დაკავშირებით უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება იმედის გამაცრუებელია მრცხვენია სასამართლოს გარკვეული წევრების გამო''- ტრამპი 20.02.2026 23:08

 

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ტარიფებთან დაკავშირებით უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებას „სამარცხვინო" უწოდა.

მისი თქმით, სასამართლოს ამ დადგენილებამ იმედგაცრუება გამოიწვია.

„ტარიფებთან დაკავშირებით უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება იმედის გამაცრუებელია და მრცხვენია სასამართლოს გარკვეული წევრების გამო, რომლებსაც არ ეყოთ გამბედაობა, გააკეთონ ის, რაც სწორია ჩვენი ქვეყნისთვის. საზღვარგარეთის ქვეყნები, რომლებიც წლების განმავლობაში გვძარცვავდნენ, აღფრთოვანებული არიან. ისინი იმდენად ბედნიერი არიან, რომ ქუჩებში ცეკვავენ, თუმცა დიდხანს ვერ იცეკვებენ", - განაცხადა დონალდ ტრამპმა.

ტრამპის თქმით, არსებობს ტარიფების დაწესების ალტერნატიული მეთოდებიც, რომელსაც ის განიხილავს.

ამასთან, შეუსაბამოდ მიაჩნია, რომ მას არ აქვს უფლება, დაბეგროს რომელიმე ქვეყანა, თუმცა, ამავდროულად, უფლებამოსილია, ემბარგო დაუწესოს ან სრულად შეწყვიტოს ვაჭრობა ნებისმიერ ქვეყანასთან.

„სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, მე შემიძლია, გავანადგურო ვაჭრობა, უფლებამოსილი ვარ, გავანადგურო ნებისმიერი ქვეყნის ვაჭრობა, მაგრამ არ შემიძლია, მცირე გადასახადი დავუწესო", - აღნიშნა დონალდ ტრამპმა.

აშშ-ის უზენაესმა სასამართლომ დონალდ ტრამპის მიერ დაწესებული საგანგებო ტარიფები უკანონოდ ცნო. 

შეგახსენებთ, ტრამპმა სხვადასხვა ქვეყნისთვის 10%-იდან 49%-მდე ტარიფების დაწესების შესახებ 2025 წლის 3 აპრილს განაცხადა. 

 

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ