„აქსიოსი“ - დონალდ ტრამპი სულ უფრო ხშირად განიხილავს თავის მრჩევლებთან და ახლო პირებთან 2028 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში რესპუბლიკელების შესაძლო კანდიდატურას 23.02.2026 23:53

 

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი სულ უფრო ხშირად განიხილავს თავის მრჩევლებთან და ახლო პირებთან 2028 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში რესპუბლიკელების შესაძლო კანდიდატურას, - ამის შესახებ გამოცემა „აქსიოსი" წერს.

როგორც გამოცემა წერს, დონალდ ტრამპის აზრით, საუკეთესო კანდიდატები ვიცე-პრეზიდენტი ჯეი დი ვენსი და სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო არიან.

„აქსიოსის" წყაროს ინფორმაციით, მიუხედავად იმისა, რომ ოფიციალურად დონალდ ტრამპის რჩეული ჯეი დი ვენსია, შეერთებული შტატების პრეზიდენტი პირად საუბრებში აქტიურად საუბრობს მარკო რუბიოს მზარდ გავლენაზე.

გასულ წელს დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ვენსი „სავარაუდოდ" მისი მემკვიდრე იქნება, „რადგან სამართლიანობის თვალსაზრისით, ის ვიცე-პრეზიდენტია".

რესპუბლიკური პარტიის 2028 წლის პრაიმერიზის გამოკითხვებში ჯეი დი ვენსი მნიშვნელოვნად უსწრებს ნებისმიერ რესპუბლიკელ კანდიდატს. მარკო რუბიომ კი გასულ წელს განაცხადა, რომ თუ ვენსი საპრეზიდენტო კანდიდატი იქნება, ის მას მხარს დაუჭერს.

 

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ