მოსკოვში საპატრულო პოლიციის ავტომობილის აფეთქებას ერთი ოფიცერი ემსხვერპლა 24.02.2026 12:04

მოსკოვში, საველოვის სადგურის სიახლოვეს, საპატრულო პოლიციის ავტომობილის აფეთქებას ერთი ოფიცერი ემსხვერპლა, დაშავებულია კიდევ ორი სამართალდამცველი.

ინფორმაციას ამის შესახებ „დოიჩე ველე" ავრცელებს.

არსებული ცნობებით, შემთხვევა შუაღამისას მოხდა, ავტომობილს უცნობი პირი მიახლოვდა და ააფეთქა, თავდამსხმელი ადგილზე დაიღუპა.

ირკვევა, რომ ეჭვმიტანილი პარალელურად შემთხვევას მობილური ტელეფონით იღებდა. მოტივი ამ დროისთვის უცნობია.

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ