,,გაეროს რეზოლუციას „უკრაინაში მდგრადი მშვიდობის მხარდაჭერა“მხარი 107-მა წევრმა ქვეყანამ, მათ შორის საქართველომაც დაუჭირა''- ანდრიი სიბიგა 24.02.2026 23:47

 

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, ანდრიი სიბიგა გაეროს გენერალური ასამბლეის მიერ რეზოლუციის - „უკრაინაში მდგრადი მშვიდობის მხარდაჭერა" - მიღებას მიესალმება. მინისტრის განცხადებით, გადამწყვეტ მომენტებში საერთაშორისო თანამეგობრობის მკაფიო პოზიცია სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.

სიბიგას თქმით, ეს არ არის მხოლოდ მორიგი კენჭისყრა. ეს არის იმის დადასტურება, რომ უკრაინა მარტო არ არის და გაეროს წესდების პრინციპები კვლავ აქტუალურია.

რეზოლუციას მხარი გაეროს 107-მა წევრმა ქვეყანამ დაუჭირა, მათ შორის საქართველომ. მინისტრმა მადლობა გადაუხადა ყველა სახელმწიფოს, რომელმაც უკრაინის მიერ ინიცირებულ დოკუმენტს ხმა მისცა.

„დღეს საერთაშორისო თანამეგობრობის ხმა იყო მკაფიო. ჩვენ გავაგრძელებთ ბრძოლას მშვიდობისთვის, რომელიც საერთაშორისო წესრიგის დაცვაზეა ორიენტირებული", - აღნიშნა სიბიგამ.

 

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ