ავსტრალიაში პრემიერ-მინისტრის ევაკუაცია განხორციელდა 25.02.2026 15:48

ავსტრალიაში პრემიერ-მინისტრის, ენტონი ალბანეზის ევაკუაცია განხორციელდა, მას შემდეგ, რაც გავრცელდა ცნობა მის რეზიდენციასთან ასაფეთქებელი მოწყობილობის არსებობის შესახებ.

მედიის ცნობით, კანბერაში უნდა გამართულიყო ჩინური საცეკვაო წარმოდგენა ნიუ იორკში დაფუძნებული ქორეოგრაფიული გუნდის მიერ, რომელიც ჩინეთში 1999 წლიდან აკრძალულია.

სწორედ აღნიშნულმა ჯგუფმა მიიღო ელექტრონული შეტყობინების სახით გაფრთხილება, რომ წარმოდგენას თუ გამართავენ, პრემიერ-მინისტრის რეზიდენციის გარშემო განთავსებული ასაფეთქებელი მოწყობილობები ამოქმედდებოდა. ეს შეტყობინება ქორეოგრაფიულმა ანსამბლმა უსაფრთხოების სამსახურს აცნობა, თუმცა ასაფეთქებელი მოწყილობები ვერ აღმოაჩინეს.

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ