27.02.2026 15:08
ისრაელში აშშ-ს საელჩო თანამშრომლებს აფრთხილებს, რომ ვისაც ქვეყნის დატოვება სურს, ეს დაუყოვნებლივ უნდა გააკეთონ. ინფორმაციას ამის შესახებ „ნიუ იორკ თაიმსი" ავრცელებს.
გამოცემის ცნობთ, ისრაელში აშშ-ს ელჩმა, მაიკ ჰაკაბიმ თანამშრომლებს გაუგზავნა შეტყობინება, რომ ვისაც ისრაელის დატოვების სურვილი აქვს, ქვეყანა დაუყოვნებლივ უნდა დატოვონ.
„ეს უნდა გააკეთოთ დღესვე. კონცენტრირება მოახდინეთ ნებისმიერი ადგილის დაჯავშნაზე, საიდანაც შემდეგ შეგიძლიათ ვაშინგტონში მგზავრობის გაგრძელება, მაგრამ პირველი პრიორიტეტი ქვეყნიდან სწრაფად გასვლა იქნება", - წერია წერილში.
ჰაკაბიმ ასევე განუცხადა თანამშრომლებს, რომ მათთან შეხვედრას ადგილობრივი დროით პირველის ნახევარზე გამართავს და დამატებით ინფორმაციას გააცნობს, თუმცა, მისი თქმით, პანიკის საფუძველი არ არის.
გამოცემის ინფორმაციით, შეტყობინების გაგზავნას წინ უძღოდა ელჩის საუბარი სახელმწიფო დეპარტამენტთან, რა დროსაც უწყებამ დიპლომატს განუცხადა, რომ საელჩოს თანამშრომლების უსაფრთხოება პრიორიტეტია მათთვის.
ავტორ(ებ)ი :