ირანმა ისრაელის მიმართულებით ათობით ბალისტიკური რაკეტა გაუშვა -CNN 28.02.2026 13:14

ირანმა ისრაელის მიმართულებით ათობით ბალისტიკური რაკეტა გაუშვა. ინფორმაციას CNN-ი ირანულ მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს.

ირანული მხარის მტკიცებით, რაკეტები ისრაელის მთელ ტერიტორიას მისწვდება.

სხვადასხვა მონაცემის თანახმად, ირანმა ისრაელის მიმართულებით 30-დან 75 რაკეტამდე გაუშვა.

რაკეტების გაშვება დაადასტურა ისრაელის თავდაცვის ძალებმაც („ცაჰალმა"). ისრაელური მხარის განცხადებით, ისინი ყველაფერს აკეთებენ, რათა რაკეტები ჩამოაგდონ. ისრაელის მთელ ტერიტორიაზე განგაშის სიგნალია ჩართული.

ამავდროულად, ისრაელის ზურგის სარდლობა მოუწოდებს მოსახლეობას, ჩავიდნენ თავშესაფრებში და დარჩნენ იქ.

 

ავტორ(ებ)ი :

 

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ