28.02.2026 20:23
ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა (КСИР) გასცა ბრძანება ჰორმუზის სრუტის გავლით გემების მოძრაობის გადაკეტვის შესახებ. ამის შესახებ იტყობინება Reuters-ი იტყობინება.
განცხადებაში ნათქვამია, რომ „არავის აქვს უფლება ჩაიაროს ჰორმუზის სრუტით", - აღნიშნულია შეტყობინებაში.
რატომაა მნიშვნელოვანი ჰორმუზის სრუტე?
ჰორმუზის სრუტე 167 კილომეტრი სიგრძისა და 39-97 კილომეტრის სიგანისაა. მისი ყველაზე ვიწრო ნაწილი ირანისა და ომანის ტერიტორიულ წყლებში მდებარეობს. ეს არის სტრატეგიული ადგილი, რომელსაც დიდი ეკონომიკური მნიშვნელობა აქვს. ამ სრუტის მეშვეობით გადააქვთ ტანკერებს ნავთობი, რომელსაც სპარსეთის ყურეში მოიპოვებენ. ამ სრუტით სპარსეთის ყურე ომანის ყურეს, შემდეგ კი არაბეთის ზღვასა და ოკეანეს უკავშირდება.
რა რაოდენობის ნავთობი გადის ჰორმუზის სრუტის გავლით?
სპარსეთის ყურეში ნავთობის მნიშვნელოვანი საბადოებია. აშშ-ის ენერგეტიკული ინფორმაციის ადმინისტრაციის (EIA) მონაცემებით, 2024 წელს სრუტეში გლობალურად მოხმარებული ნავთობის დაახლოებით ოცმა პროცენტმა გაიარა.
ჰორმუზის სრუტით გადააქვთ მსოფლიოს თხევადი ბუნებრივი აირის 20-25 პროცენტიც.
არსებობს თუ არა ნავთობის გადატანის სხვა გზა?
საზღვაო გზა - არა. ჰორმუზის სრუტე ერთადერთი საშუალებაა, რომ გემებით ტვირთი სპარსეთის ყურიდან გამოიტანო.
ვის ეკუთვნის ჰორმუზის სრუტე?
სრუტეში მოქმედებს გაეროს საზღვაო სამართლის საერთაშორისო კონვენცია (UNCLOS). ის გემებს სრუტეში ტრანზიტით გავლის უფლებას ანიჭებს. მაგრამ ირანს ამ კონვენციის რატიფიცირება არ მოუხდენია. ამის გამო მას პოტენციურად შეუძლია ნაოსნობა შეაფერხოს. მეორე მხრივ, ამ კონვენციისთვის ხელი არც აშშ-ს აქვს მოწერილი.
რას გამოიწვევს სრუტის დაკეტვა?
ფასების ზრდას მთელ მსოფლიოში. ეს იმოქმედებს არა მხოლოდ წვრილ ბიზნესზე, არამედ ისეთი დიდი ქვენების ეკონომიკაზეც, როგორიცაა ჩინეთი, ინდოეთი და იაპონია, ისინი სრუტით გადატანილი ნავთობის უმსხვილეს იმპორტიორებს შორის არიან.
ავტორ(ებ)ი :