ირანის სახელმწიფო მედიამ აიათოლა ალი ხამენეის დაღუპვა დაადასტურა, ქვეყანაში 40-დღიანი გლოვა გამოცხადდა 01.03.2026 09:05

ირანის სახელმწიფო მედიამ დაადასტურა, რომ ქვეყნის სულიერი ლიდერი აიათოლა ალი ხამენეი დაიღუპა. ამის შესახებ „ბიბისი" წერს.

მათივე ცნობით, ქვეყანაში 40-დღიანი გლოვაა გამოცხადებული.

დადასტურებიდან მალევე „ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა" გამოაქვეყნა განცხადება, რომელშიც აშშ-ის სამხედრო ბაზებსა და ისრაელს თავდასხმით დაემუქრა.

„ირანის ისლამური რესპუბლიკის შეიარაღებული ძალების ისტორიაში ყველაზე განმანადგურებელი შეტევითი ოპერაცია ოკუპირებული ტერიტორიებისა და ამერიკული ტერორისტების ბაზების წინააღმდეგ დაიწყება რამდენიმე წუთში", - ნათქვამია განცხადებაში.

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ