ირანის მეექვსე პრეზიდენტი მაჰმუდ აჰმადინეჟადი დაიღუპა - მედია 01.03.2026 18:01

 

სააგენტო ILNA-ს ცნობით, 1 მარტს თეირანში აშშ-ისა და ისრაელის თავდასხმის შედეგად ირანის მეექვსე პრეზიდენტი მაჰმუდ აჰმადინეჟადი დაიღუპა.

სააგენტოს მონაცემებით, ის საკუთარ რეზიდენციაში დაიღუპა თეირანის ნარმაკის რაიონზე განხორციელებული თავდასხმის შედეგად. ვარაუდობენ, რომ აჰმადინეჟადის რეზიდენცია აშშ-ისა და ისრაელის დარტყმის ერთ-ერთი სამიზნე იყო.

მაჰმუდ აჰმადინეჟადი ირანის პრეზიდენტის პოსტს 2005-2013 წლებში იკავებდა.

აშშ-მა და ისრაელმა ირანის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაცია 28 თებერვალს დაიწყეს. თეირანში დაადასტურეს, რომ შეტევების შედეგად ირანის უზენაესი ლიდერი, აიათოლა ალი ხამენეი ლიკვიდირებულია. ქვეყანაში 40-დღიანი გლოვა გამოცხადდა.

 

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ