01.03.2026 21:11
აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ირანის ლიდერებს მოლაპარაკებების განახლება სურთ - ამის შესახებ მან The Atlantic-ს სატელეფონო საუბარში განუცხადა
"მათ საუბარი სურთ და მათთან დალაპარაკებას დავთანხმდი. ეს მათ უფრო ადრე უნდა გაეკეთებინათ. უფრო ადრე უნდა ექნათ ის, რაც ძალიან პრაქტიკული და მარტივი იყო. ძალიან დიდხანს იცდიდნენ" | თქვა ტრამპმა.
ჟურნალისტის კითხვას, როდის შედგება ირანელებთან საუბარი, ტრამპმა უპასუხა: "ამას ვერ გეტყვით". მისივე თქმით, ბოლო კვირების განმავლობაში მოლაპარაკებებში ჩართული ზოგიერთი ირანელი ცოცხალი საერთოდ აღარ არის: "ზოგიერთი ადამიანი, ვისთანაც გვქონდა საქმე, მათი უმეტესობა [მოკვდა], რადგან ეს დიდი დარტყმა იყო... მათ ეს უფრო ადრე უნდა გაეკეთებინათ. მათ შეეძლოთ შეთანხმების დადება. მათ უფრო ადრე უნდა გაეკეთებინათ..."
ავტორ(ებ)ი :