02.03.2026 14:51
გაერო-ს ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოში (IAEA) ირანის ელჩი რეზა ნაჯაფი აცხადებს, რომ გუშინ ისრაელმა და აშშ-მა ირანის ბირთვულ ობიექტებზე თავდასხმა განახორციელეს.
მისივე თქმით, თავდასხმა მოხდა ისპაჰანის პროვინციაში ნატანზის ბირთვულ ობიექტზე, რომელიც ურანის გამდიდრებისთვის იყო შექმნილი.
„ისინი გუშინ კვლავ თავს დაესხნენ ირანის მშვიდობიან, დაცულ ბირთვულ ობიექტებს“, – განუცხადა რეზა ნაჯაფიმ ჟურნალისტებს საერთაშორისო ატომური ენერგიის სააგენტოს საბჭოს სხდომაზე.
ცნობისთვის, საერთაშორისო ატომური სააგენტოს ხელმძღვანელმა, რაფაელ გროსმა განაცხადა, რომ ამ დროისთვის ირანის ბირთვული ობიექტები დაზიანებული არ არის.
„არ არსებობს მინიშნება, რომ რომელიმე ბირთვული დანადგარი, მათ შორის ბუშერის ატომური ელექტროსადგური, თეირანის კვლევითი რეაქტორი ან სხვა ბირთვული საწვავი ციკლი ირანში დაზიანდა ან დარტყმის ქვეშ აღმოჩნდა“, – აცხადებს რაფაელ გროსი.
ავტორ(ებ)ი :