გერმანია მონაწილეობას არ მიიღებს ირანზე აშშ-ისა და ისრაელის თავდასხმებში, ჩვენ არ გვაქვს საჭირო სამხედრო რესურსები -იოჰან ვადეპული 02.03.2026 15:06

გერმანია მონაწილეობას არ მიიღებს ირანზე აშშ-ისა და ისრაელის თავდასხმებში, - ამის შესახებ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, იოჰან ვადეპულმა განაცხადა.

მისი თქმით, გერმანია დაიცავს თავის ჯარისკაცებს, რომლებიც იორდანიასა და ერაყში მულტინაციონალურ სამხედრო ბაზებზე არიან განთავსებულნი, თუ მათზე თავდასხმა მოხდება.

„ფედერალურ ხელისუფლებას კონფლიქტში მონაწილეობის განზრახვა არ აქვს, ჩვენ არ გვაქვს საჭირო სამხედრო რესურსები", - განაცხადა ვადეპულმა.

კითხვაზე, ეწინააღმდეგება თუ არა ირანზე თავდასხმა საერთაშორისო სამართალს, ვადეპულმა აღნიშნა, რომ ამაში „ეჭვი არავის ეპარება".

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ