02.03.2026 17:42
კვიპროსში, პაფოსის აეროპორტიდან მოქალაქეთა ევაკუაცია განხორციელდა მას შემდეგ რაც, რადარებმა ტერიტორიაზე უცხო ობიექტი აღმოაჩინეს.
მედიის ცნობით, აეროპორტი 60 კმ-ის დაშორებით მდებარეობს იმ ბრიტანული ავიაბაზიდან, რომელზეც ირანული დრონით თავდასხმა განხორციელდა.
ინციდენტის გამო გაუქმდა ევროკავშირის საბჭოს არაფორმალური მინისტერიალი, რომელიც კვიპროსში, ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანაში უნდა გამართულიყო.
ავტორ(ებ)ი :