02.03.2026 22:54
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ირანზე განხორციელებული დარტყმების ოთხპუნქტიანი განმარტება წარადგინა. მისი თქმით, მას სურს ქვეყნის სარაკეტო პოტენციალის განადგურება, მისი სამხედრო-საზღვაო ფლოტის მოსპობა, ბირთვული ამბიციების დასრულება და ტერორისტების შეიარაღების აღკვეთა.
„პირველ რიგში, ჩვენ ვანადგურებთ ირანის სარაკეტო პოტენციალს - და თქვენ ხედავთ, რომ ეს ყოველსაათობრივ რეჟიმში ხდება - ასევე მათ შესაძლებლობას, აწარმოონ სრულიად ახალი რაკეტები, რომლებსაც ისინი საკმაოდ კარგს ამზადებენ", - განაცხადა ტრამპმა. „მეორე - ჩვენ ვანადგურებთ მათ სამხედრო-საზღვაო ფლოტს. უკვე მწყობრიდან გამოვიყვანეთ 10 ხომალდი. ისინი ზღვის ფსკერზე არიან".
პრეზიდენტმა განაცხადა, რომ დარტყმები უზრუნველყოფს იმას, რომ ირანმა „ვერასდროს შეძლოს ბირთვული იარაღის მოპოვება".
„და ბოლოს, ჩვენ უზრუნველვყოფთ, რომ ირანის რეჟიმმა ვეღარ შეძლოს თავისი საზღვრების გარეთ არსებული ტერორისტული არმიების შეიარაღება, დაფინანსება და მართვა", - დასძინა ტრამპმა.
ავტორ(ებ)ი :