ვლადიმერ პუტინი განცხადებას ავრცელებს 03.03.2026 00:02

 

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი სპარსეთის ყურის ქვეყნებს აფრთხილებს, რომ აშშ-ისა და ისრაელის ირანზე თავდასხმებს რეგიონული კონფლიქტის გამწვავება შეუძლია.

ამის შესახებ ვლადიმირ პუტინი სპარსეთის ყურის ოთხი ქვეყნის ლიდერს, მათ შორის საუდის არაბეთის ტახტის მემკვიდრეს ესაუბრა.

ვლადიმერ პუტინი აცხადებს, რომ დიპლომატია აუცილებელია „ასეთი ექსტრემალურად სახიფათო ვითარების" დარეგულირებისთვის.

თავის მხრივ, მუჰამედ ბინ სალმანმა აღნიშნა, რომ „მოსკოვს შეუძლია, ირანსა და სპარსეთის ყურის ქვეყნებთან კარგი ურთიერთობების ფონზე ჰქონდეს დამასტაბილურებელი როლი"

 

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ