ტრამპი: ჩვენ ვაპირებთ შევწყვიტოთ ყოველგვარი ვაჭრობა ესპანეთთან - ჩვენ არ გვინდა არაფერი გვქონდეს საერთო მათთან 03.03.2026 21:58

 

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ ესპანეთთან ყოველგვარ სავაჭრო კავშირს გაწყვეტს. გადაწყვეტილების მიზეზი მადრიდის უარია, დართოს აშშ-ის სამხედრო ძალებს ესპანური ბაზების გამოყენების უფლება ირანზე დარტყმებთან დაკავშირებული მისიებისთვის.

ესპანეთის მთავრობამ უარი თქვა თავისი სამხედრო ბაზების დათმობაზე აშშ-ის იმ ოპერაციებისთვის, რომლებიც ირანის წინააღმდეგ განხორციელებულ იერიშებს უკავშირდება.

პრეზიდენტმა ჟურნალისტებთან საუბრისას ესპანეთის ქმედებებს „საშინელი" უწოდა.

ტრამპმა უკვე მისცა განკარგულება ხაზინის მდივანს, სკოტ ბესენტს, რათა შეწყდეს ყოველგვარი საქმიანი ურთიერთობა ამ ევროპულ ქვეყანასთან.

„ჩვენ ვაპირებთ შევწყვიტოთ ყოველგვარი ვაჭრობა ესპანეთთან. ჩვენ არ გვინდა არაფერი გვქონდეს საერთო მათთან", - განაცხადა ტრამპმა.

 

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ