"ექსპერტთა საბჭო" უვნებლადაა, ხამენეის მემკვიდრეს მალე გამოვაცხადებთ" - ირანული სააგენტო 03.03.2026 23:21

 

ირანულმა სააგენტო Fars-მა მთავრობის წარმომადგენლებზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ ქალაქ ყუმში „ექსპერტთა საბჭოს" შენობაზე ისრაელის მიერ მიტანილი იერიში წარუმატებელი აღმოჩნდა. "თავდასხმის მომენტში შენობაში კენჭისყრა არ მიმდინარეობდა," - წერს მედია წყაროზე დაყრდნობით.

როგორც ირკვევა, უსაფრთხოების მიზნით, საბჭოს წევრებმა კენჭისყრის სისტემა შეცვალეს და მოლაპარაკებები გაცილებით უსაფრთხო გარემოში განაგრძეს.

თეირანი აცხადებს, რომ ახალი უზენაესი ლიდერის ვინაობა, შესაძლოა, ძალიან მალე გახდეს ცნობილი.

ინფორმირებული წყაროების ცნობით, თავად ალი ხამენეის კონკრეტული მემკვიდრე არ დაუსახელებია და ეს ამოცანა სრულად საბჭოს მიანდო. თუმცა, მან განსაზღვრა ის კრიტერიუმები, რომლებსაც მომავალი ლიდერი უნდა აკმაყოფილებდეს: გამბედაობა, სამართლიანობა, მენეჯერული ძალა და „აშშ-ის ამპარტავნების" მიმართ შეურიგებელი პოზიცია. ირანული მედია ასევე იუწყება, რომ ხამენეის ცხედარს ქალაქ მაშჰადში დაკრძალავენ მას შემდეგ, რაც თეირანში მასშტაბური გამოსამშვიდობებელი ცერემონია გაიმართება.

 

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ