მარკო რუბიომ და დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის სხვა თანამდებობის პირებმა კონგრესის წევრებს მოხსენება წარუდგინეს ირანში განხორციელებულ ქმედებებთან დაკავშირებით 04.03.2026 11:04

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო და პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის სხვა მაღალი თანამდებობის პირები კაპიტოლიუმში იმყოფებოდნენ, რათა კონგრესის ყველა წევრისთვის სრული მოხსენება წარედგინათ ირანში განხორციელებულ ქმედებებთან დაკავშირებით.

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის უმცირესობის ლიდერმა, ჰაკიმ ჯეფრისმა განაცხადა, რომ ტრამპის ადმინისტრაციის მაღალჩინოსნებმა ირანთან დაკავშირებული სტრატეგიის ვერანაირი ახსნა ვერ წარმოადგინეს.

„არ არსებობს ახსნა, თუ რამ გამოიწვია ომის გაგრძელების გადაწყვეტილება, არ არსებობს რამე მტკიცებულება იმისა, რომ არსებობდა გარდაუვალი საფრთხე ამერიკის შეერთებული შტატებისთვის ან ამერიკული ინტერესებისთვის რეგიონში", - განაცხადა ჯეფრისმა.

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის უმცირესობის ლიდერმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ადმინისტრაციის ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ აშშ-ის სამხედრო მოქმედებები ირანში შესაძლოა, „რამდენიმე კვირის" განმავლობაში გაგრძელდეს. ამასთან, ჯეფრისის თქმით, არ გამორიცხავს ამერიკული ჯარების ადგილზე განთავსების შესაძლებლობას.

„სამწუხაროდ, პრეზიდენტმა მიანიშნა, რომ მან ეს არ გამორიცხა, ამერიკელი ხალხი ამას კატეგორიულად ეწინააღმდეგება", - განაცხადა ჯეფრისმა.

ამასთან, დემოკრატმა სენატორმა, რიჩარდ ბლუმენტალმა განაცხადა, რომ ჯერ კიდევ არ არის დარწმუნებული „ადმინისტრაციის პრიორიტეტებში".

„უბრალოდ მინდა, ვთქვა, რომ ამ ბრიფინგის შემდეგ უფრო მეტად მეშინია, ვიდრე ოდესმე, რომ შესაძლოა, სამხედროები ადგილზე გავაგზავნოთ", - განაცხადა ბლუმენტალმა.

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ