აშშ-მა ეკვადორში ტერორისტული ორგანიზაციების წინააღმდეგ სამხედრო ოპერაცია დაიწყო 04.03.2026 13:18

აშშ-მა ეკვადორში ტერორისტული ორგანიზაციების წინააღმდეგ სამხედრო ოპერაცია დაიწყო. ინფორმაციას ამის შესახებ სამხრეთის სარდლობა ავრცელებს.

აშშ-ის თავდაცვის სამინისტროს სამხრეთის სარდლობის ინფორმაციით, ოპერაცია ეკვადორის სამხედრო ძალებთან ერთად მიმდინარეობს.

„ოპერაციები არის ლათინური ამერიკისა და კარიბის ზღვის აუზის პარტნიორების ერთგულების ძლიერი მაგალითი ნარკოტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში. ერთად, ჩვენ ვიღებთ გადამწყვეტ ზომებს ნარკოტერორისტების წინააღმდეგ, რომლებიც დიდი ხანია იყენებენ ტერორს, ძალადობასა და კორუფციას ნახევარსფეროს მოქალაქეების წინააღმდეგ", - აღნიშნულია სამხრეთის სარდლობის განცხადებაში.

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ