ვლადიმერ პუტინი - უკრაინა დასავლური სადაზვერვო სამსახურების მხარდაჭერით შავი ზღვის გაზსადენების აფეთქებას გეგმავს 04.03.2026 23:42

 

უკრაინა დასავლური სადაზვერვო სამსახურების მხარდაჭერით შავი ზღვის გაზსადენების აფეთქებას გეგმავს, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა განაცხადა.

მისი თქმით, კიევის ქცევა აგრესიული და ძალიან საშიშია.

„კიევის რეჟიმის ქცევა აგრესიული ხასიათისაა და ეს ძალიან საშიშია. მე ამაზე უკვე ვისაუბრე. ჩვენი სადაზვერვო სამსახურების მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, ისევე როგორც ერთხელ ააფეთქეს „ჩრდილოეთის ნაკადი", ახლა კიევში ზოგიერთი დასავლური სადაზვერვო სამსახურის მხარდაჭერით „ცისფერი ნაკადისა" და „თურქული ნაკადის" აფეთქების ოპერაცია მზადდება," - განაცხადა ვლადიმერ პუტინმა.

ამასთან, რუსეთის პრეზიდენტის განცხადებით, მოსკოვმა ამ საკითხთან დაკავშირებით „თავის თურქ მეგობრებს უკვე აცნობა".

„ვნახოთ, რა მოხდება ამ სფეროში. თუმცა, ეს ძალიან სახიფათო თამაშია, განსაკუთრებით დღეს," - აღნიშნა პუტინმა.

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ