აზერბაიჯანმა ქვეყნის სამხრეთ ნაწილში საჰაერო სივრცე დროებით დახურა 05.03.2026 20:03

აზერბაიჯანმა ქვეყნის სამხრეთ ნაწილში საჰაერო სივრცე დროებით დახურა, - ამის შესახებ „ბიბისი" „როიტერზე" დაყრდნობით წერს.

სააგენტოს ცნობით, საჰაერო სივრცე 12 საათის განმავლობაში იქნება დახურული.

ცნობისთვის, დღეს მედიით გაავრცელდა ინფორმაცია, რომ ქალაქ ნახიჩევანის აეროპორტის ტერიტორიაზე ირანული დრონი აფეთქდა. ადგილობრივი მედიის თანახმად, კიდევ ერთი დრონი სოფელ შეკარაბადში შეფრინდა.

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა ნახიჩევანის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე დრონებით თავდასხმას აზერბაიჯანის წინააღმდეგ მიმართული უსაფუძვლო ტერორისტული აქტი და აგრესია უწოდა. მისი თქმით, ირანმა აზერბაიჯანის წინააღმდეგ ტერორისტული აქტი ჩაიდინა და დამნაშავეები უნდა დაისაჯონ.

ირანის შეიარაღებული ძალების გენერალურ შტაბში უარყვეს აზერბაიჯანის მიმართულებით დრონის გაშვება. შტაბის განცხადებაში ნათქვამია, რომ, გამოძიების მიხედვით, ქმედება სიონისტურმა რეჟიმმა განახორციელა.

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ