05.03.2026 23:11
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ქურთული ოპოზიციური ჯგუფების მიერ ირანის რეჟიმის წინააღმდეგ შეტევის დაწყებას მიესალმება.
„ვფიქრობ, შესანიშნავია, რომ მათ ამის გაკეთება სურთ, მე ამას მხარს დავუჭერდი", - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.
შეკითხვაზე, უზრუნველყოფდა თუ არა აშშ ქურთული ძალების საჰაერო დაფარვას, ტრამპმა განაცხადა, რომ ამას ვერ იტყვის. ტრამპმა ასევე გამოთქვა იმედი, რომ ირანთან ახლოს მდებარე მთავარი საზღვაო მარშრუტი, ჰორმუზის სრუტე, ღია დარჩება.
„მათ ფლოტი არ ჰყავთ. თქვენ იცით, რომ საზღვაო ფლოტი ახლა ზღვის ფსკერზეა. მე ძალიან ყურადღებით ვაკვირდები ჰორმუზის სრუტეს", - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.
მედიის ინფორმაციით, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებული სამი წყაროს ცნობით, ირანელი ქურთი მილიციები ბოლო დღეებში შეერთებულ შტატებთან კონსულტაციებს ატარებდნენ იმის შესახებ, უნდა დაესხან თუ არა თავს ირანის უსაფრთხოების ძალებს ქვეყნის დასავლეთ ნაწილში და თუ თავდასხმას გადაწყვეტენ, როგორ უნდა განოხრციელდეს ის.
ავტორ(ებ)ი :