06.03.2026 00:43
ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი აბას არაღჩი აცხადებს, რომ რუსეთი და ჩინეთი თეირანს - პოლიტიკურ მხარდაჭერას, ასევე სხვა სფეროებში დახმარებას უწევენ. ამის შესახებ არაღჩიმ NBC News-თან ინტერვიუში განაცხადა.
არაღჩიმ იმედი გამოთქვა, რომ თანამშრომლობა მომავალშიც გაგრძელდება.
„ისინი ჩვენ მხარს გვიჭერენ პოლიტიკურად და სხვა მხრივაც. სამხედრო თანამშრომლობა ირანსა და რუსეთს შორის საიდუმლოს არ წარმოადგენს. ჩვენ ერთმანეთთან წარსულშიც ვთანამშრომლობდით და მე იმედი მაქვს, რომ ის გაგრძელდება", - აღნიშნა არაღჩიმ.
შეკითხვაზე ეხმარებიან თუ არა ისინი აქტიურად ირანს ომის დროს, არაღჩიმ განაცხადა, რომ ჩინეთი და რუსეთი ირანს „უკვე დაეხმარნენ".
„მე ვერ მოგაწვდით დეტალებს ასეთი თანამშრომლობის შესახებ ომის მიმდინარეობის დროს", - განაცხადა ირანის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.
ავტორ(ებ)ი :