06.03.2026 01:21
ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის ხელმძღვანელი კაია კალასი აცხადებს, რომ „ირანი ომის ექსპორტიორია" და და ის ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტის ესკალაციას ცდილობს.
შვეიცარიის საგარეო საქმეთა მინისტრთან, იგნაციო კასისთან ერთად ციურიხში გამართულ პრესკონფერენციაზე კალასმა აღნიშნა, რომ ამჟამად ირანის რეჟიმი ცდილობს, რაც შეიძლება მეტი ქვეყანა ჩაითრიოს ამ ომში. მისი თქმით, როგორც ნატო-ს, ასევე ევროკავშირს აქვთ მექანიზმები, რომლებიც წევრებს საშუალებას აძლევს, გადაწყვიტონ, სჭირდებათ თუ არა დახმარება სხვა წევრი ქვეყნებისგან.
„ირანი ომის ექსპორტიორია და, რეალურად, ამჟამად რეჟიმი ცდილობს, რაც შეიძლება მეტი ქვეყანა ჩაითრიოს ამ ომში. თუმცა ირანი მარტო იბრძვის და მისი სამხედრო შესაძლებლობები განუსაზღვრელი არ არის. არავინ იცის, რას უმზადებს ირანს მომავალი. როგორც წესი, რეჟიმები შიგნიდან ინგრევა და არა გარედან. ირანი მნიშვნელოვნად დასუსტებულია და ირანელ ხალხს აქვს შანსი, თავად განსაზღვროს საკუთარი მომავალი. ჩვენ ვეცადოთ, ყველაფერი გავაკეთოთ დაძაბულობის შესამცირებლად, რომ ის უფრო შორს არ წავიდეს, რადგან რეგიონს კიდევ ერთი ომი არ სჭირდება", - განაცხადა კალასმა.
ავტორ(ებ)ი :