ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ქუვეითში მდებარე საელჩოს საქმიანობა შეაჩერა 06.03.2026 10:52

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ქუვეითში მდებარე საელჩოს საქმიანობა შეაჩერა.

სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში ნათქვამია, რომ აშშ-ის საელჩოს პერსონალის დაშავების ან საფრთხის შესახებ ინფორმაცია არ არსებობს, თუმცა საზღვარგარეთ ამერიკელების უსაფრთხოება მისთვის უმთავრეს პრიორიტეტად რჩება.

„ქუვეითში მყოფმა აშშ-ის მოქალაქეებმა ქვეყანა უნდა დატოვონ, თუ მათ ამის გაკეთება უსაფრთხოდ შეუძლიათ, კომერციული ან სხვა ხელმისაწვდომი სატრანსპორტო საშუალებების გამოყენებით. აშშ-ის მოქალაქეებს, რომლებსაც გამგზავრება არ შეუძლიათ, თავშესაფარი უნდა მოძებნონ", - ნათქვამია განცხადებაში.

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ