რობერტ ფიცო მოუწოდებს ურსულა ფონ დერ ლაიენს, კაია კალასს და ანტონიუ კოშტას, გაემიჯნონ 90-მილიარდიან სესხთან დაკავშირებით ვოლოდიმირ ზელენსკის შანტაჟს 06.03.2026 16:48

უკრაინის პრეზიდენტი მსგავს ქცევას თუ გააგრძელებს, შესაძლოა, უნგრეთის გარდა, სხვა ქვეყნებმაც დაბლოკონ უკრაინისთვის 90 მილიარდი ევროს სესხი.

ამის შესახებ სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრმა, რობერტ ფიცომ სოციალურ ქსელში დაწერა.

რობერტ ფიცო გამოემხაურა ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებას, რომლის მიხედვით, ევროკავშირში ერთი ადამიანი 90 მილიარდ ევროს თუ დაბლოკავს, მის მისამართს უკრაინის შეიარაღებულ ძალებს აცნობებს.

რობერტ ფიცო უნგრეთის პრემიერ-მინისტრს, ვიქტორ ორბანს სრულ სოლიდარობას უცხადებს.

„ოფიციალურად მოვითხოვ ევროკავშირის ყველა უმაღლესი წარმომადგენლებისგან - ევროკომისიის პრეზიდენტისგან, ურსულა ფონ დერ ლაიენისგან, ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტისგან, ანტონიუ კოშტასგან და ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის ხელმძღვანელისგან, კაია კალასისგან, გაემიჯნონ ამ აღმაშფოთებელ შანტაჟს", - განაცხადა ფიცომ.

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ