,,ირანში რელიგიური ლიდერის არსებობის წინააღმდეგი არ ვარ მთავარია, მას კარგი ურთიერთობა ჰქონდეს აშშ-თან, ისრაელთან და რეგიონის სხვა ქვეყნებთან''- ტრამპი 06.03.2026 20:36

 

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ირანში რელიგიური ლიდერის არსებობის წინააღმდეგი არ არის, მთავარია, ახალ ხელმძღვანელობას კარგი ურთიერთობა ჰქონდეს აშშ-თან, ისრაელთან და რეგიონის სხვა ქვეყნებთან

როგორც ტრამპმა აღნიშნა, არ ღელავს იმაზე, გახდება თუ არა ირანი დემოკრატიული სახელმწიფო.

„ირანი აღარ არის იგივე ქვეყანა, როგორიც ერთი კვირის წინ იყო. ერთი კვირის წინ ისინი ძლიერები იყვნენ, ახლა კი ისინი მართლაც ნეიტრალიზებული არიან", - განაცხადა დონალდ ტრამპმა „სიენენთან" სატელეფონო ინტერვიუში.

ამასთან, აშშ-ის პრეზიდენტმა იმედი გამოთქვა, რომ მარტივი იქნება ახალი ლიდერის არჩევის პროცესი, რომელშიც თავად აუცილებლად უნდა იყოს ჩართული.

„ეს ძალიან მარტივად იმუშავებს. იმუშავებს ისე, როგორც ვენესუელაში. ჩვენ იქ შესანიშნავი ლიდერი გვყავს. ის ფანტასტიკურ საქმეს აკეთებს. ეს იმუშავებს ისევე, როგორც ვენესუელის შემთხვევაში", - აღნიშნა დონალდ ტრამპმა.

მისივე თქმით, ის ღია იყო ირანში რელიგიური ლიდერის არსებობის საკითხში.

„რელიგიური ლიდერების წინააღმდეგი არ ვარ. ბევრ რელიგიურ ლიდერთან მაქვს ურთიერთობა და ისინი ფანტასტიკურები არიან. მე ვამბობ, რომ უნდა იყოს ლიდერი, რომელიც სამართლიანი იქნება და კარგ საქმეს გააკეთებს. კარგად მოეპყრობა აშშ-სა და ისრაელს, ასევე ახლო აღმოსავლეთის სხვა ქვეყნებს - ისინი ყველანი ჩვენი პარტნიორები არიან", - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.

ამასთან, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებთან კარგი ურთიერთობა აქვს და აღნიშნა, რომ ისინი ამერიკისთვის იბრძვიან.

„მე ძალიან დავმეგობრდი ამ ქვეყნებთან, სწორედ ამიტომ ისინი ჩვენთვის იბრძვიან. ვიდრე მე ჩავერთვებოდი, ჩვენ არც კი გვისაუბრია არაბთა გაერთიანებულ საამიროებთან და საუდის არაბეთთან. იცით, ბაიდენმა და ობამამ საუდის არაბეთი, არაბთა გაერთიანებული საამიროები და კატარი გარიყეს. ისინი ჩინეთისკენ აპირებდნენ წასვლას, მე კი ძალიან მოკლე დროში ჩავერთე და ისინი ჩემი მეგობრები გახდნენ", - აღნიშნა ტრამპმა.

 

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ