,,ევროპოლი ირანში მიმდინარე კონფლიქტის ფონზე ევროკავშირში ტერორისტული საფრთხის ზრდასთან დაკავშირებით გაფრთხილებას ავრცელებს ''- ევრონიუსი 06.03.2026 20:39

 

ევროპოლი ირანში მიმდინარე კონფლიქტის ფონზე ევროკავშირში ტერორისტული საფრთხის ზრდასთან დაკავშირებით ავრცელებს გაფრთხილებას, - ამის შესახებ „ევრონიუსი" წერს.

ევროპოლის გაფრთხილებაში ნათქვამია, რომ ირანში მიმდინარე კონფლიქტის გამო ევროპაში გაზრდილია ტერორიზმის, ძალადობრივი ექსტრემიზმის, კიბერთავდასხმებისა და დეზინფორმაციული კამპანიების საფრთხე.

ტელეკომპანიის ცნობით, რამდენიმე ევროპულმა ქვეყანამ, მათ შორის, საფრანგეთმა და გერმანიამ უკვე გააძლიერეს უსაფრთხოების ზომები ირანთან დაკავშირებული ან ექსტრემისტული აქტორების მხრიდან პოტენციური თავდასხმების საფრთხის გამო.

შესაძლო საფრთხეებს შორის ევროპოლში ასევე ასახელებენ ინტერნეტსივრცეში პოლარიზაციისკენ მიმართული მასალის სწრაფ გავრცელებას, რამაც შეიძლება დააჩქაროს ევროკავშირში წარმოდგენილი დიასპორებისა და სხვა პირების რადიკალიზაცია.

„ევრონიუსის" ცნობით, ევროპოლის ეს განცხადება მას შემდეგ გავრცელდა, რაც ისრაელისა და აშშ-ის ოპერაციის შედეგად ირანის უზენაესი ლიდერი აიათოლა ალი ხამენეი დაიღუპა, ხოლო დიდმა აიათოლამ, ნასერ მაკარემ შირაზიმ გამოსცა ფატვა, რომელშიც გამოვიდა მოწოდებით ისრაელისა და აშშ-ის წინააღდმდეგ წმინდა ომის დაწყებისკენ. ამასთან ერთად, ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, ესმაილ ბაღაეიმ განაცხადა, რომ თეირანის წინააღდმდეგ ნებისმიერი ქმედება აღქმული იქნება, როგორც თავდამსხმელებთან თანამზრახველობა და ჩაითვლება ომის აქტად.

 

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ