06.03.2026 22:36
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ არაბული ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებთან სატელეფონო საუბრებში განაცხადა, რომ ირანთან ომი, სავარაუდოდ, კიდევ რამდენიმე კვირას გაგრძელდება. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა AXIOS-ი ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.
რუბიოს თქმით, ამჟამად სამხედროების მთავარი სამიზნე ირანის სარაკეტო დანადგარები, მარაგები და ქარხნებია.
წყაროების ცნობით, მან მინისტრებს განუცხადა, რომ აშშ-ის მიზანი რეჟიმის შეცვლა არ არის, თუმცა, ამავდროულად, მკაფიოდ განმარტა, რომ ვაშინგტონს ქვეყნის სათავეში სხვა ადამიანების ხილვა სურს.
რუბიომ დასძინა, რომ ამჟამად აშშ-სა და ირანის რეჟიმს შორის დიალოგი არ მიმდინარეობს და ნებისმიერი მოლაპარაკება ამ ეტაპზე ხელს შეუშლის მიმდინარე სამხედრო ამოცანების შესრულებას.
ავტორ(ებ)ი :