07.03.2026 17:13
დღეს დილით უპილოტო საფრენი აპარატი დუბაის საერთაშორისო აეროპორტთან ახლოს ჩამოვარდა, ამის შესახებ ინფორმაციას „ბიბისი" ავრცელებს და შესაბამის ვიდეოს აქვეყნებს.
ვიდეოში ჩანს, რომ აფეთქება აეროპორტის ტერმინალის შენობასთან მოხდა. როგორც კადრებში ჩანს, აფეთქების დროს შენობის გვერდით მდებარე ასაფრენ ბილიკზე სულ მცირე ოთხი თვითმფრინავი იყო.
როგორც „ბიბისი" წერს, დღეს დილით, დუბაის საერთაშორისო აეროპორტში ყველა ოპერაცია დროებით შეჩერებული იყო, ახსნა-განმარტების გარეშე. მოგვიანებით ფრენები ნაწილობრივ განახლდა. შემდეგ, დუბაის ხელისუფლებამ დაადასტურა, რომ მოხდა „მცირე ინციდენტი", თუმცა არავინ დაშავებულა.
ავტორ(ებ)ი :