,, უკრაინელი ექსპერტები მომავალ კვირას ახლო აღმოსავლეთში იქნებიან''- ვოლოდიმირ ზელენსკი 08.03.2026 18:52

 

უკრაინელი ექსპერტები მომავალ კვირას „ადგილზე იქნებიან" ახლო აღმოსავლეთში. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

უკრაინის პრეზიდენტმა კომენტარი მას შემდეგ გააკეთა, რაც მას ჰკითხეს, შეუძლია თუ არა უკრაინას აშშ-სა და მის მოკავშირეებს სპარსეთის ყურეში ირანული დრონების მოგერიებაში დახმარება.

„მომავალ კვირას, როდესაც ექსპერტები ადგილზე იქნებიან, ისინი შეისწავლიან სიტუაციას და დაეხმარებიან", - განაცხადა ზელენსკიმ ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე, იტყობინება უკრაინული საინფორმაციო სააგენტო „უნიანი".

ამასთან, ზელენსკის თქმით, სურს, რომ დახმარება ორმხრივი იყოს.

„თუ გარკვეული რესურსების გაზრდაზე ვსაუბრობთ, ძალიან გვინდა, რომ ეს ორმხრივი გზა იყოს", - აღნიშნა ზელენსკიმ და დასძინა:

„თქვენ იცით, რა რესურსები გვაკლია და ჩვენ გვესმის, რა რესურსები აკლიათ სპარსეთის ყურის ქვეყნებს".

შეგახსენებთ, ორშაბათს, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ სპარსეთის ყურის ლიდერებმა და აშშ-მ უკრაინას დახმარება სთხოვეს ირანში წარმოებული შაჰედის დრონების მოგერიებაში.

 

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ