ნიკოლ ფაშინიანმა მოჯტაბა ხამენეის ირანის ახალ უზენაეს ლიდერად არჩევა მიულოცა 09.03.2026 16:59

ნიკოლ ფაშინიანმა მოჯტაბა ხამენეის ირანის ახალ უზენაეს ლიდერად არჩევა მიულოცა. ამის შესახებ ნათქვამია სომხეთის პრემიერ-მინისტრის მისალოც წერილში, რომელიც მის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

„დარწმუნებული ვარ, რომ მტკიცე კავშირი სომხეთსა და ირანს შორის მომავალშიც განვითარდება, დააფიქსირებს რა ახალ წარმატებებს. ვისარგებლებ შემთხვევით და მეგობარ ირანელ ხალხს ვუსურვებ კეთილდღეობასა და მდგრად მშვიდობას", - ნათქვამია განცხადებაში.

ცნობისთვის, მოჯტაბა ხამენეის ირანის ახალ უზენაეს ლიდერად არჩევის შესახებ ოფიციალური ინფორმაცია ირანის ხელისუფლებამ 8 მარტს გაავრცელა.

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ