10.03.2026 12:10
თურქეთში აშშ-ის „პეტრიოტის" საჰაერო თავდაცვის სისტემა განლაგდა. ინფორმაციას ამის შესახებ „სიენენი" თურქეთის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ აშშ-ის Patriot-ის საჰაერო თავდაცვის სისტემა სამხრეთ-აღმოსავლეთ პროვინციაში ნატო-ს მიერ „გაძლიერებული საჰაერო და სარაკეტო" თავდაცვის ზომების ფარგლებში განლაგდა.
„ჩვენს რეგიონში ბოლო დროს განვითარებული მოვლენების გათვალისწინებით, ჩვენი საზღვრებისა და საჰაერო სივრცის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად აუცილებელ ზომებს ვიღებთ და კონსულტაციებს ვაწარმოებთ ნატო-სთან და ჩვენს მოკავშირეებთან. ჩვენს მიერ განხორციელებული ეროვნული ზომების გარდა, ნატო-მ გააძლიერა საჰაერო და სარაკეტო თავდაცვის ზომები. ამის ფარგლებში, Patriot-ის სისტემა ამჟამად მალატიაშია, რათა მხარი დაუჭიროს ჩვენი საჰაერო სივრცის დაცვას", - ნათქვამია განცხადებაში.
ავტორ(ებ)ი :