10.03.2026 16:11
აზერბაიჯანი ირანში 32 ტონა ჰუმანიტარულ ტვირთს გაგზავნის.
აზერბაიჯანის სახელმწიფო რეზერვების კონტროლის დეპარტამენტის დირექტორმა, ემინ ჰასანოვმა განაცხადა, რომ ბაქო თეირანს 30 ტონა საკვებ პროდუქტსა და ორ ტონა მედიკამენტს გაუგზავნის.
„ჰუმანიტარული დახმარება მოიცავს ფქვილს, ბრინჯს, შაქარს, ჩაის, ასევე სამედიცინო მასალებს. მანქანები უკვე გადიან", - განაცხადა ენინ ჰასანოვმა.
ირანში ჰუმანიტარული ტვირთების გაგზავნის გადაწყვეტილბა აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა მიიღო.
ავტორ(ებ)ი :