10.03.2026 17:28
თავს გაუფრთხილდით, თავს ნუ გაინადგურებთ, - ასე მიმართავს ირანის უსაფრთხოების საბჭოს ხელმძღვანელი, ალი ლარიჯანი აშშ-ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს.
„ირანის აშურას ერს თქვენი ცარიელი მუქარის არ ეშინია. თქვენზე ძლიერებმაც კი ვერ შეძლეს ირანელი ერის განადგურება. თავს გაუფრთხილდით, თავს ნუ გაინადგურებთ", - წერია ალი ლარიჯანის განცხადებაში.
ირანის უსაფრთხოების საბჭოს ხელმძვანელი აზიარებს დონალდ ტრამპის განცხადებას, სადაც აშშ-ის პრეზიდენტი ირანს ოცჯერ ძლიერი დარტყმით ემუქრება, თუ თეირანი ჰორმუზის სრუტეში ნავთობის გადატანას შეზღუდავს.
ავტორ(ებ)ი :