,,პრეზიდენტი ტრამპი წყვეტს, როდის დასრულდება ომი''- პიტ ჰეგსეტი 10.03.2026 18:34

 

აშშ-ის თავდაცვის მდივანმა, პიტ ჰეგსეტმა ირანში მიმდინარე კონფლიქტის ვადებსა და სამხედრო სტრატეგიაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ აშშ ამჟამად „ძალიან ძლიერ პოზიციაშია", რაც, მისი თქმით, პრეზიდენტს მოქმედების მაქსიმალურ არჩევანს აძლევს.

„თავიდანვე, ამ ტრიბუნიდან, ჩვენ არ დაგვიკონკრეტებია, თუ რამდენი ხანი დასჭირდება ამას [სამხედრო ოპერაციას]. ჩვენი ნება უსაზღვროა, თუმცა, საბოლოო ჯამში, სწორედ პრეზიდენტი განსაზღვრავს ამ ამოცანების დასრულების პირობებს", - განაცხადა თავდაცვის მდივანმა.

მან ასევე აღნიშნა, რომ პრეზიდენტი ტრამპი მუდმივად იმეორებს: „ეს არ არის დაუსრულებელი პროცესი".

სტრატეგიულ გეგმებზე საუბრისას, ჰეგსეტმა დააანონსა, რომ დღევანდელი დღე ირანის ტერიტორიაზე განხორციელებული დარტყმების ისტორიაში ყველაზე მასშტაბური იქნება.

 

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ