,,არ არსებობს საერთო გეგმა, როგორ მივიყვანოთ ეს ომი სწრაფ დასასრულამდე''- ფრიდრიხ მერცი 10.03.2026 21:47

 

გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი ირანის ქმედებებს გმობს და აცხადებს, რომ არ არსებობს საერთო გეგმა, რომელიც მიმდინარე ომს დაასრულებს.

მისივე თქმით, ირანი რეგიონის ქვეყნებს განურჩევლად ესხმის თავს.

„განსაკუთრებით შეშფოთებული ვართ იმით, რომ, როგორც ჩანს, არ არსებობს საერთო გეგმა, როგორ მივიყვანოთ ეს ომი სწრაფ და დამაჯერებელ დასასრულამდე. ამასობაში, ჩვენ სახიფათო ესკალაციის მომსწრე ვართ. ირანი განურჩევლად ესხმის თავს რეგიონის ქვეყნებს, მათ შორის ჩვენს ახლო პარტნიორებსა და მოკავშირეებს. ჩვენ ამას უმკაცრესად ვგმობთ", - განაცხადა გერმანიის კანცლერმა.

ამასთან, ფრიდრიხ მერცის თქმით, გერმანიასა და ევროპას დაუსრულებელი ომი არ სურთ.

„ჩვენ დაუსრულებელი ომის მიმართ ინტერესი არ გვაქვს. ასევე, არ გვაქვს ინტერესი ირანის ტერიტორიული მთლიანობის, სახელმწიფოებრიობის ან ეკონომიკური სიცოცხლისუნარიანობის დარღვევის მიმართ. ისეთი სცენარი, როგორიც ლიბიაში, ერაყში ან რეგიონის სხვა ქვეყნებში ვნახეთ, ყველას დაგვაზარალებს. ეს გავლენას ახდენს ჩვენს უსაფრთხოებაზე, ენერგომომარაგებაზე და შესაძლოა, მიგრაციასთან დაკავშირებულ ვითარებაზეც", - განაცხადა გერმანიის კანცლერმა.

 

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ