ევროპარლამენტმა, ევროკავშირის ღირებულებებში შეტანილი წვლილისთვის, ვოლოდიმირ ზელენსკი და მაია სანდუ ევროპული ღირსების ორდენით დააჯილდოვა 10.03.2026 22:34

 

სამშაბათს ევროპარლამენტმა დააჯილდოვა კონტინენტის არაერთი გავლენიანი პოლიტიკური ფიგურა და ასევე ირლანდიური როკ-ჯგუფი U2.

ევროპული ღირსების ორდენი, რომელიც წელს პირველად გაიცა ევროკავშირის ღირებულებებში შეტანილი წვლილის დასაფასებლად, სამი იერარქიული რანგისგან შედგება: ორდენის წევრი, ორდენის საპატიო წევრი და ორდენის გამორჩეული წევრი.

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ, გერმანიის ყოფილმა კანცლერმა, ანგელა მერკელმა და პოლონეთის ყოფილმა პრეზიდენტმა, ლეხ ვალენსამ უმაღლესი ხარისხის ჯილდო მიიღეს.

მეორე ხარისხის ჯილდოს მფლობელებს შორის არიან მოლდოვის პრეზიდენტი მაია სანდუ, ვატიკანის სახელმწიფო მდივანი პიეტრო პაროლინი და ფინეთის ყოფილი პრეზიდენტი საული ნიინისტე.

იმ პირთა შორის, რომლებსაც ორდენის წევრის კატეგორიაში მიენიჭათ აღიარება, არიან ბერძენი კალათბურთის ვარსკვლავი იანის ანტეტოკუნმპო, არასამთავრობო ორგანიზაცია World Central Kitchen-ის დამფუძნებელი ხოსე ანდრესი და ჯგუფ U2-ს ოთხივე წევრი.

ჯილდოს მფლობელები მაისში დაგეგმილ ცერემონიაზე მიიღებენ სამკერდე ნიშანს, ლენტსა და რობერტა მეცოლას მიერ ხელმოწერილ სერტიფიკატს.

 

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ