აშშ-ის სამხედრო ძალებმა ჰორმუზის სრუტესთან ახლოს 16 ირანული დამნაღმველი გემი გაანადგურეს 11.03.2026 11:14

აშშ-ის სამხედრო ძალებმა ჰორმუზის სრუტესთან ახლოს 16 ირანული დამნაღმველი გემი გაანადგურეს, - ამის შესახებ აშშ-ის ცენტრალური სარდლობის განცხადებაშია აღნიშნული.


"აშშ-ის ძალებმა 10 მარტს ჰორმუზის სრუტის მახლობლად ირანის რამდენიმე საზღვაო ხომალდი, მათ შორის 16 დამნაღმველი გემი, გაანადგურეს", - აღნიშნულია ცენტრალური სარდლობის განცხადებაში.


მანამდე, აშშ-ის პრეზიდენტნა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ-მა გაანადგურა 10 დამნაღმველი გემი და რომ კიდევ ბევრი რამის გაკეთებაა მოსალოდნელი.


ცნობითვის, CNN-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ირანმა ჰორმუზის სრუტის დანაღმვა დაიწყო. გამოცემა წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ პროცესი არ არის მასშტაბური და ბოლო დღეებში რამდენიმე ათეული ნაღმი განთავსდა. ასევე, CBS-მა დაწერა, რომ აშშ-ის დაზვერვის წარმომადგენლები ვარაუდობენ, რომ ირანი ჰორმუზის სრუტეში საზღვაო ნაღმების განლაგებისთვის ემზადება. CBS-ის მიერ მოპოვებული ინფორმაციის თანახმად, ირანი მცირე ზომის ხომალდებს იყენებს.

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ