11.03.2026 19:18
ისრაელის ოპერაცია ირანში დროში ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე გაგრძელდება, - განაცხადა ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, ისრაელ კაცმა ისრაელის თავდაცვითი ძალების შტაბ-ბინაში გამართულ შეხვედრაზე.
„ეს ოპერაცია გაგრძელდება დროში ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე, სანამ არ მივაღწევთ ყველა მიზანს და გადამწყვეტად არ მოვიგებთ ამ კამპანიას", - განაცხადა კაცმა, რომელსაც არ დაუკონკრეტებია მკაფიო სამხედრო მიზნები ოპერაციისთვის.
„ჩვენ ასევე უნდა განვაგრძოთ ამის კეთება იმისათვის, რომ ირანელ ხალხს საშუალება მივცეთ ფეხზე დადგეს, იმოქმედოს და თავიდან მოიშოროს ეს რეჟიმი. საბოლოო ჯამში, ეს მათზეა დამოკიდებული", - დასძინა მან.
ავტორ(ებ)ი :