11.03.2026 21:18
მიმდინარე ომის ფონზე ირანმა სპარსეთის ყურის რეგიონში, სულ მცირე, 17 ამერიკულ ობიექტს დაარტყა და დააზიანა. ძირითადი აქცენტი იყო რადარებსა და საკომუნიკაციო სისტემებზე, - ამის შესახებ „ნიუ იორკ თაიმსი" ავრცელებს ინფორმაციას.
აღნიშნულის შესახებ გამოცემა გადამოწმებულ ვიდეოებზე, ოფიციალურ განცხადებებსა და თანამგზავრული ფოტოების ანალიზზე დაყრდნობით წერს, რომელიც აშშ-ის 11 სამხედრო ობიექტს მოიცავს.
ანგარიშში ნათქვამია, რომ ობიექტების უმეტესობას მიადგა სერიოზული ზიანი და მისი აღდგენა რთული იქნება.
აშშ-ის ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით ანგარიშში საუბარია, რომ ირანის მნიშვნელოვანმა შესაძლებლობებმა, დაარტყას ძირითად ამერიკულ ობიექტებს, ტრამპის ადმინისტრაციის მოლოდინს გადააჭარბა.
ავტორ(ებ)ი :