12.03.2026 19:24
ირანის სახელმწიფო ტელევიზია ახალი სულიერი ლიდერის, აიათოლა მოჯტაბა ხამენეის პირველ მიმართვას ავრცელებს.
განცხადებაში, რომელიც ირანელ მოსახლეობას ტელეწამყვანმა წაუკითხა, მოჯტაბა ხამენეი აღნიშნავს, რომ ჰორმუზის სრუტეზე ბლოკადა უნდა შენარჩუნდეს. ამასთან, განცხადებაში ნათქვამია, რომ „ირანი შურს იძიებს ომში დაღუპული მოქალაქეებისთვის, განსაკუთრებით მინაბის გამო, სადაც ამერიკულ იერიშს სკოლასთან 168 ადამიანი, მათ შორის 110 ბავშვი ემსხვერპლა".
„ჩვენ ვუგზავნით გზავნილს რეგიონის ლიდერებს და ხაზს ვუსვამთ, რომ ჩვენ გვექნება კარგი ურთიერთობები ჩვენ გარშემო არსებულ ქვეყნებთან. თუმცა ზოგიერთ ამ ქვეყანაში აშშ-ის ბაზების არსებობა და ამ ბაზების გამოყენება ირანზე თავდასხმისთვის რეგიონისთვის სასარგებლო არ არის და ისინი უნდა დაიხუროს.
როგორც ვთქვით, ჩვენ არ ვართ ჩვენს გარშემო არსებული ქვეყნების მტრები და მხოლოდ ამ ამერიკელების ბაზებს ვუმიზნებთ. მე მესმის იმ ადამიანების, რომლებმაც დაკარგეს შვილები, რადგან მე დავკარგე მამა, დავკარგე ცოლი. ჩემმა დამ დაკარგა შვილი და ქმარი, რომელიც მოწამეობრივად დაიღუპა. მაგრამ ის, რაც ჩვენთვის ამ ყველა გასაჭირის ატანას აადვილებს, არის ღვთის მადლის ნდობა და იმის ცოდნა, რომ მოთმინება ყველაფერს დაგვაძლევინებს. გარწმუნებთ ყველას, რომ ჩვენ შურს ვიძიებთ ჩვენი მოწამეებისთვის", - განაცხადა აიათოლა მოჯტაბა ხამენეიმ.
ავტორ(ებ)ი :