მიჩიგანის შტატში თავდამსხმელი ავტომობილით სინაგოგას შეეჯახა და შენობაში შეიჭრა, ეჭვმიტანილი დაცვის თანამშრომლების მხრიდან სროლის შედეგად დაიღუპა 12.03.2026 23:37

 აშშ-ში, მიჩიგანის შტატში თავდამსხმელი ავტომობილით სინაგოგას შეეჯახა და შენობაში შეიჭრა, ეჭვმიტანილი დაცვის თანამშრომლების მხრიდან სროლის შედეგად დაიღუპა

 აშშ-ში, მიჩიგანის შტატში, დეტროიტის მახლობლად მდებარე ქალაქ უესტ ბლუმფილდში მდებარე სინაგოგასთან სროლა მოხდა.

 მედიის ინფორმაციით, თავდამსხმელი ავტომობილით მიზანმიმართულად შეეჯახა სინაგოგის შენობას, რის შემდეგაც მანქანას ცეცხლი გაუჩნდა და ეჭვმიტანილი სინაგოგაში შეიჭრა.

 სამართალდამცველების ინფორმაციით, სინაგოგის დაცვის თანამშრომლებმა თავდამსხმელს ცეცხლი გაუხსნეს, რის შედეგადაც ის ადგილზე დაიღუპა. დაშავებულია დაცვის ერთი თანამშრომელი.

 უსაფრთხოების მიზნით, მიმდებარე ტერიტორიაზე რამდენიმე დაწესებულება დროებით დაიხურა. თავდასხმის მოტივი ამ დროისთვის უცნობია. მიმდინარეობს გამოძიება.

 თეთრი სახლის პრესსპიკერმა, კეროლაინ ლევიტმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ დონალდ ტრამპს მიჩიგანში მდებარე სინაგოგაში მომხდარი ინციდენტის შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს.

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ