ერაყში აშშ-ის სამხედრო თვითმფრინავის ჩამოგდებაზე პასუხისმგებლობა აიღო ირანის მიერ მხარდაჭერილმა "ერაყის ისლამურმა წინააღმდეგობამ" 13.03.2026 10:30

აშშ-ის სამხედრო თვითმფრინავის ჩამოგდებაზე პასუხისმგებლობა ირანის მიერ მხარდაჭერილმა ერაყულმა დაჯგუფებამ, „ერაყის ისლამურმა წინააღმდეგობამ" აიღო.

ამის შესახებ „როიტერი" იტყობინება.

დაჯგუფების განცხადებაში აღნიშნულია, რომ KC-135 ტიპის თვითმფრინავი „ქვეყნის სუვერენიტეტისა და საჰაერო სივრცის დასაცავად" ჩამოაგდეს.

ცნობისთვის, ამერიკული მხარის ინფორმაციით, 12 მარტს ერაყში ჩამოვარდა KC-135 ტიპის სამხედრო თვითმფრინავი. როგორც აშშ-ის ცენტრალურმა სარდლობამ განმარტა, შემთხვევასთან არც მტრის ცეცხლი და არც მეგობრული ცეცხლი არ ყოფილა დაკავშირებული.

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ